გურულთა გუნდი

გურულთა გუნდი
.
ეს არის 1915 წლის გაზეთ საქართველოს სურათბეიანი დამატების 25 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებული ფოტო – “გურულთა გუნდი”.
სავარაუდოდ ფოტოზე არის 1915 წლის 18 დეკემბერს ხარფუზის საზოგადოებრივ კლუბში გაიმართული ვაჟა ფშაველას საღამოზე გურული სიმღების წარმდგენი გუნდი – სამუელ ჩავლეშვილი, ალ. მახარაძე, სამ. ჩხიკვიშვილი და ვარლამ სიმონიშვილი.
.
საღამოზე გამოვიდა იმ დროის ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილი, მომღერლები, მწერლები, პოეტები, კომპოზიტორები. გურულებს დიდი შთაბეჭდილება მოუხდენიათ დამსწრეებზე, ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალი “თეატრი და ცხოვრება” წერს:
.
“გურულების გუნდმა სამუელ ჩავლეშვილის ლოტბარობით მოაჯადოვა საზოგადოება. საზოგადოების დაბეჯითებითი თხოვნით იმღერეს: “სუფრული” მ. გურიელისა, “შვიდ-კაცა”, “პატარა საყვარელო”, “ჰასან-ბეგურა”, “ალი ფაშა”, “მაყრული” და “ალილო”.”
.
– ჟურნალი “თეატრი და ცხოვრება” – 1915 წელი 26 დეკემბერი #52
– ფოტო გაზეთ საქართველოს სურათებიანი დამატება 1915 წელი 25 დეკემბერი #10
შეიძლება იყოს 3 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share