“ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია “ოცნებას“ რუსული ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ “მათ საერთო არ გააჩნიათ საქართველოსთან.“
გეგელიას თქმით, ისინი ებრძვიან ყველაფერს ქართულს და “რომელთა პირობებშიც ნადგურდება ეროვნული მემკვიდრეობა და ოჯახები მიდიან ემიგრაციაში.“
”ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ქვეყანას მართავს რუსეთის მსახური ხელისუფლება, ატარებს რუსულ ინტერესს, პროპაგანდას და მზადყოფნას გამოხატავს, საკუთარი ერის ინტერესების, წარსული და საკუთარი თავის წინააღმდეგ გამოძიებები აწარმოოს და დასვას ისეთი კითხვები, ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, რომელიც ისმება რუსეთის მიერ. ეს არის საუკეთესო შესაძლო დასტური იმის, რომ ეს ხელისუფლება რუსეთი ინტერესს ემსახურება და მას საერთო არ გააჩნია საქართველოსთან, ქართველებთან, ეროვნულ ინტერესთან და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან.
ეს არის ხელისუფლება, რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს, რომლის პირობებშიც ნადგურდება ეროვნული მემკვიდრეობა და ჩამოიშალა კულტურული მემკვიდრეობა, რომლის პირობებშიც ქართული ოჯახი არის დაყოფილი, დაქსაქსული და ემიგრაციაში გადახვეწილი. ეს არის ხელისუფლება, რომელიც არის ტოტალურად და ფუნდამენტურად ყველაფერი ქართულის და ეროვნულის წინააღმდეგ და ამის ერთი გამოხატულება არის ის, რასაც ჩადიან. ყველაფერს რასაც ისინი აკეთებენ, სოციალური კუთხით და დიდი პროექტების ჩაძირვით, ტოტალური ბოლშევიზმის დანერგვით იქნება, თუ რუსეთისადმი პოზიციონირებით, ეს ყველაფერი მიმართულია ერთადერთისკენ, როგორ დაასუსტონ საქართველო“,- განაცხადა გეგელიამ.