ქვეყანამ რუსეთის ფედერაციის ხომალდებისთვის პორტები დახურა.
ესტონეთის ეკონომიკისა და კომუნიკაციების სამინისტროს პსრესსამსახურის განმარტებით, ევროკავშირის პორტები ამიერიდან ასევე დახურულია იმ გემებისთვის, რომლებმაც 24 თებერვლის შემდეგ რუსული დროშა სხვა დროშით შეცვალეს.
ეკონომიკის მინისტრის ტაავი აასას განცხადებით, მთელი ევროპა ცვლის თავის ეკონომიკურ საქმიანობას და სულ უფრო მეტად დამოუკიდებელი ხდება რუსეთისგან.
„კრემლი არ აჩვენებს თავისი აგრესიის შეწყვეტის არავითარ ნიშნებს, ამიტომ ევროპა გამუდმეით ეძებს სტრატეგიულ მეთოდებს ომის ღირებულება იმდენად მაღალი გახადოს, რომ უკრაინაზე სამხედრო შეტევის გაგრძელების პერსპექტივა გაქრეს. ქვეყნების გარდა, ყველა წარმოებამ, რომელთა საქმიანობა ასე თუ ისე დაკავშირებულია რუსეთთან, უნდა გადაიაზროს თავისი საქმიანობა, რათა თავი გაართვას ახალ ეკონომიკურ სივრცეს“,- განაცხადა მინისტრმა.
ესტონეთის პორტში რუსეთის ფედერაციის მხოლოდ იმ გემებს ექნებათ შესვლის უფლება, რომელიც კატასტროფას განიცდის. ასეთ შემთხვევაშიც ნებართვა პოლიციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო დაცვის მიერ უნდა გაიცეს, რომლებიც წინასწარ შეაფასებენ დახმარების აღმოჩენის აუცილებლობას.