მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრეს. მათ შორის იყო ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი.
მეუფე იაკობმა ამბიონიდან პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და უკრაინაში ვიზიტისთვის “ქართული ოცნებაც” შეაქო.
“მადლობა ღმერთს, რაღაცა მაინც ვისწავლეთ ქართველებმა და სულელურად ომში არ ჩავებით. მე ისიც მიხარია, გუშინ რომ წავიდა პარლამენტის თავმჯდომარე და ღირსეულად წავიდა რა. მანამდე რომ რაღაცას გვსაყვედურობდნენ, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, ქართველს არავისი სასაყვედურო არ აქვს მსოფლიოს არცერთ ქვეყნისგან. მშვიდობა რომ გვინდა ერს და რომ არ გვინდა აქ რაც უკრაინაში მოხდა სამწუხაროდ ხო? თითქმის ნახევარი ქვეყანა აიყარა და ზოგი საზღვარგარეთ წავიდა, ვინღა დაბრუნდება იქიდან ხომ? აქედანაც რომ გაიქცეს კიდევ მილიონი ქართველი, 5 მილიონზე მეტი რომ ვიყავით ხომ გახსოვთ? დღეს რამდენი ვართ დარჩენილი?”,- ამბობს იაკობი.