“სად ეყარეთ, ბიძინა, სად იყავი მაშინ, რამდენი ელოდებოდით რუსებს 20-ლიტრიანი შტოფებით, სუფრები რომ გქონდათ გაშლილი“ – ასე მიმართავს პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე “ოცნებას“ და “ბოდვას“ უწოდებს მათ განცხადებას, რომელშიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ხელახლა გამოძიებაზე დაიწყეს ლაპარაკი.
სანიკიძის თქმით, ეს არის ქვეყნის პირდაპირი ღალატი და “ოცნებას“ უნდა, გაასამართლოს არა მარტო სააკაშვილი, არამედ დასავლეთიც, რადგან მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ლოგიკით ამ ყველაფრისკენ “სააკაშვილს დასავლეთმა უბიძგა“.
“ქართული ოცნება“ დაღონებული იქნება, რადგან მათი ფავორიტი რუსეთი დიდ სიმტკიცეს და გამჭრიახობას ვერ ავლენს. ეტყობათ ცხვირპირზე , რადგან მათი საგარეო ფსონი დადებულია რუსეთზე. ბოლო ბოდვები, რაც წამოიწყეს, რომ თურმე არჩევნების შემდეგ უნდა გადახედონ 2008 წლის მოვლენებს, ეს არის ქვეყნის პირდაპირი ღალატი, მათ მიაჩნიათ, რომ საქმის აღძვრით და გამოძიებით, გაასამართლებენ არა მარტო სააკაშვილის ხელისუფლებას, არამედ დასავლეთსაც. მათი ლოგიკა აწყობილია იმაზე, რომ სააკაშვილს დასავლეთმა უბიძგა. ეს არის დიდი გეგმა მათი, რომ დისკრედიტაცია მოხდეს “გლობალური პარტიის“. როცა თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ გაასამართლებდა სააკაშვილს, სწორედ ამას ნიშნავდა. სად ეყარეთ, ბიძინა სად იყავი მაშინ, რამდენი ელოდებოდით რუსებს 20-ლიტრიანი შტოფებით, სუფრები რომ გქონდათ გაშლილი, თქვე, მართლა მოღალატეებო. ძალიან ცუდი დასასრული გელოდებათ“, – განაცხადა სანიკიძემ და დასძინა, რომ “ოცნების წევრები დილას იწყებენ ყავა-ღალატით, საღამოს ვახშამი ღალატში მოზელილი პურით”.