საფეხბურთო კლუბი “შახტარი” ფეხბურთელის გაყიდვიდან მიღებულ 25 მლნ დოლარს მარიუპოლის მცველებს გადასცემს

უკრაინული საფეხბურთო კლუბის, “შახტარის” მფლობელმა, რინატ ახმეტოვმა განაცხადა, რომ ნახევარმცველის, მიხაილო მუდრიკის ინგლისური “ჩელსისთვის” მიყიდვიდან მიღებული შემოსავლის მეოთხედს, 25 მლნ დოლარს მარიუპოლის მცველებსა და მათ ოჯახებს გადასცემს.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ “ჩელსიმ” 22 წლის უკრაინელი ფეხბურთელი 100 მლნ დოლარად იყიდა. მისი კონტრაქტი კი 8 წლიანია.

ცნობისთვის, კვირას, მუდრიკი სტემფორდ ბრიჯზე მოედანზე გავიდა, რათა უკრაინის დროშით გულშემატკივრებს მისალმებოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share