გურიის მოამბე

ლიეტუვამ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ლიეტუვამ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა – სააგენტო Delfi იტყობინება, რომ ლიეტუვის მთავრობამ შესაბამისი დადგენილება 21 მაისს მიიღო.

ლიეტუვამ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, გადაწყვეტილება ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ხუთი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა მიმდინარე წლის 27 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა შეეჩერებინა. EU-ს გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა თითოეულმა სახელმწიფომ უნდა აღასრულოს.

გადაწყვეტილება შეეხებათ:

საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომლებიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ.საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს.დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ჩვეულებრივ პასპორტებს, გააგრძელებენ უვიზო რეჟიმით სარგებლობას ევროკავშირში მოკლევადიანი (90 დღე) ვიზიტების დროს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights