“უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი’’ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა” – განცხადება ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში გაკეთდა.
საიასთან ერთად “FARA”-ს კანონი მედიებმა – სტუდია მონიტორმა და საქართველოს ამბებმა გაასაჩივრეს.
ნონა ქურდოვანიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, რომ ამ კანონის მოქმედება შეაჩეროს.
“საიამ, სტუდია მონიტორმა, საქართველოს ამბებმა და მათმა ხელმძღვანელმა პირებმა ქართული ოცნების მორიგი რეპრესიული კანონი – “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი” საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. სარჩელი 15 მაისს შევიტანეთ. ამ სარჩელით ვითხოვთ როგორც კანონის შესაბამისი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, ასევე მათი მოქმედების შეჩერებას, რადგან ამ კანონის ამოქმედება მყისიერ საფრთხეს აყენებს იმ ორგანიზაციებისა და ინდივიდებისთვის, რომელთა საქმიანობაც, შეიძლება, უსაფუძვლოდ მოაქციონ კანონის რეგულირების ფარგლებში”. – თქვა საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ. ივანიშვილის რეჟიმის მიერ მიღებული “FARA”-ს კანონი 31 მაისიდან ამოქმედდება. მისი აღმასრულებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება.