სახელი — ეს მხოლოდ იდენტიფიკაციის საშუალება კი არა, არამედ კულტურის, ტრადიციისა და ისტორიის ნაწილია. ადამიანისთვის საკუთარი სახელი ხშირად თავისი ვინაობისა და ფესვების სიმბოლოა. დღემდე მრავალი ძველი სახელი კვლავ აქტიურად გამოიყენება, თუმცა საინტერესოა — რომელია ყველაზე ძველი სახელები კაცობრიობის ისტორიაში? სტატიაში გიამბობთ როგორც ბიბლიურ, ისე არაბიბლიურ, დოკუმენტურად დაფიქსირებულ უძველეს სახელებზე.
ბიბლიური სახელები, რომლებიც დღემდე გვხვდება
ბიბლიური სახელები ათასწლეულების მანძილზე ინარჩუნებენ პოპულარობას. მათგან რამდენიმე დღემდე აქტიურად გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
ენოსი (Enosh) — ერთ-ერთი პირველი ბიბლიური სახელი, ადამის შვილთაშვილთან დაკავშირებული. ძველი აღთქმის მიხედვით, ენოსი ადამის შვილ სეთის ძე იყო.
მარია (Mariam, Mary) — ძველ ებრაულად Miryam. სახელი ახალი და ძველი აღთქმის ტექსტებში მრავალგზის გვხვდება და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალური სახელია მსოფლიოს მრავალი კულტურისთვის.
იოანე (John, Yohanan) — ნიშნავს “ღმერთი მოწყალეა”. სახელმა საუკუნეების განმავლობაში მოიპოვა პოპულარობა და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახელია ქრისტიანულ სამყაროში.
არაბიბლიური უძველესი სახელი
თუ ბიბლიური ტრადიციის მიღმა გადავიხედავთ, აღმოჩნდება, რომ კაცობრიობის ისტორიაში არსებობს კიდევ უფრო ძველი სახელებიც, რომლებიც უძველესი ცივილიზაციების არქეოლოგიურ ჩანაწერებშია დაფიქსირებული.
ქუშიმ (Kushim) — მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი უძველესი სახელია, რომელიც აღმოჩენილია შუმერულ სავალენჩო ფირფიტაზე, რომელიც ძვ.წ. 3400-3000 წლით თარიღდება. ფირფიტა ეკონომიკურ ტრანზაქციას ასახავს და ქუშიმი, სავარაუდოდ, ფინანსური უწყების თანამშრომელი ან მზარეული იყო.
ურუქში, შუმერულ ქალაქში გათხრების დროს მეცნიერებმა აღმოაჩინეს ლუდის სადგამის მსგავსი კვადრატული ფირფიტა. თიხის ზედაპირზე არის ხაზები და ფიგურები, რომელიც უბრალო ადამიანს არაფერს ეუბნება. აი, შუმერული მწერლობის დარგის ექსპერტებმა მაშინვე გაიგეს, რა ხდებოდა და ღირებული აღმოჩენით აღფრთოვანებულები იყვნენ.
თიხის ფირფიტა რაღაც ბუღალტრული ანგარიშის მსგავსი აღმოჩნდა. მასზე ძველმა გამყიდველმა ვიღაცისთვის დაწერა ქერის ვაჭრობის შედეგები. ქვემოთ, ცენტრში, სქემატურად გამოსახულია ქერის ღერო. ცოტა მარცხნივ არის კვადრატული შენობა მილით. ეს ალბათ არის რაღაც ლუდსახარშის მსგავსი, რადგან შუმერები განთქმულნი იყვნენ ქერის ლუდით. ამას ადასტურებს კიდეზე გამოსახული ჭურჭელი შიგნით ქერის ღეროთი, რომელიც, როგორც ჩანს, ლუდის დოქის სიმბოლოა.
თარიღი და ხელმოწერა შუმერულად
ფირფიტაზე ზემოთ გამოსახული იყო საქონლის რაოდენობა, ხოლო დრო – სამი ნახვრეტი და შვიდი ჩაღრმავება. ყველაფერი ერთად ამბობს, რომ 37 თვის განმავლობაში მიიღეს ქერის 29, 086 ერთეული“. ფირფიტის ზედა მარცხენა კუთხეში ჭურჭლის ზემოთ გამოსახულია ორი სიმბოლო. მეცნიერებმა იციან, რა ბგერებს წარმოადგენს ისინი – „კუ–შიმ“. დიდხანს მიდიოდა დისკუსია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ეს კომბინაცია. ხანგრძლივი კამათის შემდეგ მივიდნენ დასკვნამდე, ეს იყო ვაჭრის ან ბუღალტრის სახელი. მას კუშიმი ერქვა, თანამედროვე ფორმით შეიძლება კასიმი.
გამოდის, რომ მეცნიერებისთვის ცნობილი ადამიანის ყველაზე ძველი სახელი არის კუშიმი. მართალია, არსებობს გარკვეული ალბათობა, რომ „კუშიმი“ არის თანამდებობა. მაგრამ ვინაიდან ეს სიტყვა სხვა წერილობით ნიმუშებზეც იყო წარმოდგენილი ხელმოწერის სახით, დიდი ალბათობით, სახელია. დღეს სახელი კუშიმი გვხვდება ცენტრალურ და შუა აზიაში, ახლო აღმოსავლეთში. სახელი არც თუ ისე გავრცელებულია, მაგრამ სამაგიეროდ შეიძლება იყოს როგორც სახელი, ასევე გვარი.
წყაროები:
- Denise Schmandt-Besserat, Before Writing: Volume I: From Counting to Cuneiform (University of Texas Press, 1992)
- National Geographic: Who was Kushim? The World’s First Named Person
- Marc Van De Mieroop, A History of the Ancient Near East, ca. 3000–323 BC (Wiley-Blackwell, 2015)
- The British Museum: Sumerian kings and god names