ფრანგი დეპუტატი: მასობრივად გაყალბებული არჩევნების შემდეგ, საქართველო პრორუსული კლანის ხელში აღმოჩნდა

საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატი, ფრედერიკ პეტი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობას ულოცავს.

ფრანგი პოლიტიკოსი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზეც ამახვილებს ყურადღებას და პლატფორმა X-ზე წერს, რომ “საქართველო პრორუსული კლანის ხელში აღმოჩნდა, რომელიც მზადაა ყველაფერი გააკეთოს განსხვავებული აზრის ჩასახშობად”.

”ქართველები დამოუკიდებლობას აღნიშნავენ. საუკუნის შემდეგ, მასობრივად გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ქვეყანა პრორუსული კლანის ხელში აღმოჩნდა, რომელიც მზადაა ყველაფერი გააკეთოს განსხვავებული აზრის ჩასახშობად”. – წერს საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატი, ფრედერიკ პეტი სოციალურ ქსელში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights