მოუთმენლად ველოდებით შემდეგ თამაშს, რომ გავიმარჯვოთ და ჯგუფიდან გავიდეთ – დვალი

“მოუთმენლად ველოდებით შემდეგ თამაშს, სადაც გვექნება შანსი, რომ გავიმარჯვოთ და შემდეგ რაუნდში, ჯგუფიდან გავიდეთ,” – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლაშა დვალი საუბრობს.

თურქეთთან მატჩის შემდეგ დვალი ამბობს, რომ გუნდი კარგად მომზადებულია და გამარჯვების შანსი არსებობს.

”სანამ თამაში დაიწყებოდა, დიდი პოზიტიური ემოციები იყო. რთული თამაში იყო, პირველი 20 წუთი დავიწყეთ რთულად, შემდეგ მოვახერხეთ მომენტების შემქნა, თუმცა რეალიზება ვერ მოვახერხეთ. თუმცა ფეხბურთია, ხდება, მათ მოახერხეს, ულამაზესი გოლები გაიტანეს, მოუთმენლად ველოდებით შემდეგ თამაშს, სადაც გვექნება შანსი, რომ გავიმარჯვოთ და შემდეგ რაუნდში, ჯგუფიდან გავიდეთ,“ – ამბობს ლაშა დვალი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share