“ყველაზე ლოგიკური ვერსია…ბაჩიაშვილი გაცვალეს პოლოლიკაშვილის კანდიდატურაში”-ფარჯიანი

“ყველაზე ლოგიკური ვერსია. ბაჩიაშვილი გაცვალეს პოლოლიკაშვილის კანდიდატურაში. დარწმუნებული ვარ, Vip ზონებით და კერძო თვითმფრინავით (რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს რომ ენახა) ემირატებმა ჩაიყვანეს ბაქოში და გადასცეს აზერებს. აზერბაიჯანმა კი დასვა “მწვანე ზოლში”. აფგან მუხთარლი ოღონდ უკუღმა. ნუ, იმის ვისაც გჯერათ რომ პირობითად დუბაიში გაქცეული და მყოფი კაცი სადახლო-წითელ ხიდს შორის მონაკვეთზე “აბირჟავებდა”, თქვენზე ყველაფერი ალალი იყოს. ემირატებს რად უღირდათ თუნდაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში საკუთარი კანდიდატი რეპუტაციულ დარტყმად – ეგ მათი საქმეა. შეიძლება ემირატებს დაპირდნენ რომ ყველაფერს ისე გააკეთებდნენ, მათზე არავის ეფიქრა და ახლა იმათ ხომ არ იციან, რა დებილური განცხადება შეიძლება გამოდოს რომელიმე ქართულმა უწყებამ. ამ შემთხვევაში სუს-მა. ისე, ემირატებში და ზოგადად ისეთ ქვეყნებში, სადაც 1 ადამიანზე 2 ვიდეოკამერა და 0.5 შეიხი მოდის, გაქცევა ვისაც მოგინდებათ, შემიძლია უკეთესი ქვეყანა მიგასწავლოთ. დიდი, მზიანი, მეტ-ნაკლებად კორუფციით, მაგრამ ნორმალური სასამართლოთი, სადაც ადვილად ჩაიკარგებით და არავინ არავის გადაგცემთ – 210 მილიონიანი ბრაზილია, სადაც 210 მილიონ 1 იქნებით. დაბადების მოწმობასაც კი აიღებთ თუ რამე”.

– წერს ყოფილი დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს, სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share