document.body.remove()
გურიის მოამბე

ოზურგეთის მერია-დიდთოვლობისაგან დაზარალებულ გურულთა დახმარება წინასაარჩევნო პერიოდში მოხდება

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ, მიმდინარე წლის თებერვალში, დიდთოვლობისაგან მიყენებული ზარალის ასანაზრაურებლად რამდენიმე მილიონი ლარი, ჯერ კიდევ 17 მარტს გამოყო, მხარეში დღემდე, ამ მიმართულებით, არაფერი კეთდება.

მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ მუნიციპალიტეტებში შექმნილი კომისიები დაზარალებულებს პოლიტიკური ნიშნებით არჩევს.

საუბრობენ ასევე, რომ, მუშაობა დროში არაადექვატურად გაიწელა.

როგორც “გურიის მოამბეს” ოზურგეთის მერიის ერთ ერთმა მაღალჩინოსანმა უთხრა, დაპირებულ ფულად კომპენსაციებსა და საჭირო სამშენებლო მასალებს დაზარალებულები აუცილებლად მიიღებენ, თუმცა ოდნავ მოგვიანებით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე.

მაღალჩინოსანმა, რომელმაც არ ისურვე საკუთარი ვინაობის იდენტიფიცირება, თქვა, რომ შესაძლოა ეს პროცესი ადგილობრივი არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდს დაემთხვეს.

ცნობისათვის, ადგილობრივი არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება.

 

ქართული ოცნების ხელისუფლებამ გურიას სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებებისთვის სარეზერვო ფონდიდან 2 569 048 ლარი გამოიყო.

ოცნების ხელისუფლების ინფორმაციით, გამოყოფილი თანხა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტზე განაწილდება. განკარგულებას ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights