ევროპარლამენტარების ვიზიტი თბილისში ისე დასრულდა, რომ დელეგაციის წევრები “ქართულ ოცნებას” არ შეხვედრიან. ევროპარლამენტის დელეგაცია მიიჩნევს, რომ ივანიშვილის გუნდთან საუბარი შეუძლებელია იქამდე, ვიდრე ქვეყანას დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლება არ ეყოლება.
ევროდეპუტატები გეგმავენ, ერთ საათში საგანგებო ბრიფინგი გამართონ, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.
პოზიცია ევროპარლამენტის ნათელია. პირდაპირ გეტყვით, ისინი სრულად წყვეტენ ყოველგვარ კოკნტაქტს, სანამ არ დაინიშნება ახალი არჩევები და არ გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები. პოზიცია არის ძალიან მკაფიო: ეს ბრუტალური, რეპრესიული ზომები, რომელსაც “ქართული ოცნება” იყენებს სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანების მიმართ, ეს არის სრულიად მიუღებელი ევროპული კულტურისთვის, ევროპული ღირებულებებისთვის. ცხადია, რომ ეს ძალა, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, შორს არის ევროპული ღირებულებებისგან და შესაბამისად, ევროპარლამენტარები არანაირ ურთიერთობაზე დღეს არ არიან თანახმა “ქართულ ოცნებასთან”, – ამბობს კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.
ცნობილია, რომ გუშინ ევროპარლამენტის დელეგაცია “წინააღმდეგობის პლატოფორმის” წევრებს შეხვდა. კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ის საკიტხები ჩამოთვალა, რაზეც ევროპარლამენტთან ჰქონდათ საუბარი.
არის ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა, მათ შორის, 26 მაისს და ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპიდან, დედაქალაქებიდან, უმაღლესი რანგიდან, ამერიკიდან ყველა მოლოცვა მოიდოდა ქართველი ხალხის მიმართ და ეს იყოს ძალიან დიდი აღიარება ჩვენი ბრძოლის. ასევე მნიშნელოვანი იყო, იმიტომ, რომ ეს დელეგაცია უშუალოდ ადამიანის უფლებებზე მუშაობს და რა თქმა უნდა, პატიმრების საკითხი, ზოგადად, ადამიანის უფლებების საკიტხი, ძალადობა და ა.შ. არის ძალიან დიდი ინტერესის საგანი. ამ ყველაფერზე ვისაუბრეთ და ასევე ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა წავიდეთ კიდევ წინ, რა უნდა გააკეთოს დამატებით ევროპამ, როგორ უნდა ვიმუშავოთ ჩვენ, რომ არაღიარება იქნება ეს, სანქციები იქნება თუ სხვა ტიპის ზეწოლა “ქართულ ოცნებაზე”, ამან კიდევ რა ფორმები უნდა მიიღოს, – ამბობს ელენე ხოშტარია.
ევროპარლამენტიდან თბილისში ადამიანი უფლებების ქვეკომიტეტის წევრი დეპუტატები 26 მაისს ჩამოვიდნენ. დელეგაციას რასა იუნკევიჩიანე ხელმძღვანელობს.
ცნობილია, რომ ევროპარლამენტი ახლა ყოვეწლიური შეფასების დოკუემნტზე მუშაობს. ეს საქართველოს შესახებ მწვავე ანგარიშია, სადაც ყველა მიმდინარე მოვლენა მოხვდება. აქვე ჩაემატება ოპოზიციონერი ლდიერის, ზურა ჯაფარიძის ქეისიც.
დოკუმენტზე მუშაობის დასრულების შემდეგ უკვე ევროპარლამენტი დოკუმენტს კენჭს უყრის.