“საქართველოში კი არ გიშლით ვინმე მაგათ ყოლას….გადაყოლას და ჩაყოლას…..ირაკლი!” – ლომჯარია ღარიბაშვილს

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიას პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს საგანგებო ბრიფინგზე ამერიკის მიერ დასანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„კაცო, ჩვენთან არ დავინახოთ ეგენი და მაგათნაირები ჩამოსულიო, თორემ საქართველოში კი არ გიშლით ვინმე მაგათ ყოლას, გადაყოლას და ჩაყოლას, ირაკლი! “ , – წერს ის.

შეგახსენებთ, ღარიბაშვილი დღეს იუსტიციის საბჭოს წევრებს შეხვდა და მოსამართლეებსა და სასამართლოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share