“ივანიშვილის რუსული რეჟიმი ისეთ პანიკაშია”-“ძლიერი საქართველო” ნიკა მელიას დაკავებაზე

“ლელო-ძლიერი საქართველო” “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ “ქართული ოცნება” ფორმალურადაც აღარ ელოდება სასამართლოს დარბაზში დასადგმელ ფარსს”.ა

“ივანიშვილის რუსული რეჟიმი ისეთ პანიკაშია, რომ ფორმალურადაც აღარ ელოდება სასამართლოს დარბაზში დასადგმელ ფარსს.

გამოცხადებული რეპრესიების ფონზე, “ქართულმა ოცნებამ” უკვე პოლიტიკური ოპონენტების ქუჩიდან მოტაცება დაიწყო.

კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება, სხვა არაფერია, თუ არა ე.წ. სახელისუფლო ვერტიკალში არსებული სისტემური კრიზისის დადასტურება.

როგორც ჩანს, ივანიშვილის რეჟიმი ოპოზიციის ლიდერების “განეიტრალების” მიზნით, მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

კოალიცია “ლელო-ძლიერი საქართველო” თანადგომას უცხადებს ნიკა მელიას და მის პოლიტიკურ გუნდს!” – წერია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights