“სააკაშვილს, რომ ნერვიული დაავადებები ჰქონდა ყველა მისმა კლასელმა ვიცოდით, არაადეკვატური ადამიანი იყო, ხან პასტას ყლაპავდა, ხან მოაჯირზე სრიალებდა..ჩვენ, ერმა ავირჩიეთ ასეთი ადამიანი.. ახლა, როცა ის ჩაკეტილშია, მისი ყველა ეს დაავადება გამომჟღავნდა..ნერვიულ ადამიანს რაღაც სივრცეში რომ კეტავ, იმას უმძაფრთდება ყველა დაავადება.. ის, რომ მიშა ანგელოზია და დასაწერი არ იყო, მაგას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მე იმ პერიოდში ვერ ვიცხოვრე საქართველოში, ჩემი შვილი იყო პოლიტპატიმარი იმიტომ, რომ მე რაღაც მიშაზე რაღაცეებს ვწერდი, სამაგიერო გადამიხადეს და შვილი მძევლად აიყვანეს.. ეს რეჟიმი არსებობდა და ამ რეჟიმზე პასუხი ვიღაცამ უნდა აგოს” – ამის შესახებ მსახიობმა გია მურღულიამ ჯორჯიან თაიმსის ეთერში განაცხადა.
წყარო: “ჯორჯიან თაიმსი”