”რაც არ უნდა ჩემი კეთილის მსურველი იყოს ამერიკის ელჩი, ჩემზე მეტად ჩემი სამშობლო ვერ ეყვარება. ის არის უცხო ქვეყნის ელჩი”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის ელჩის მიმართ კითხვები ლეგიტიმურია.
,,მე ვარ ამ ქვეყნის არჩეული პარლამენტის წევრი, ამ ქვეყნის მოქალაქე. მე ლეგიტიმური უფლება მაქვს კითხვები დავსვა, მით უმეტეს, როდესაც ასეთი მტრული დამოკიდებულებით გამოირჩევიან სხვადასხვა წარმომადგენლები საქართველოს მიმართ და სურთ, რომ საქართველოში მოხდეს უბედურება და დაიწყოს ომი. ჩვენი ხვალინდელი განცხადებები გახდება უფრო მკაცრი. არა იმიტომ, რომ ვიღაცის მიმართ ვართ ჩვენ წინააღმდეგი, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანას სჭირდება”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში – ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე”.