ზურაბიშვილი მიადგეს ხვალ პრემიერს და ჰკითხოს: „ირაკლი, სახელმწიფოში ვცხოვრობთ თუ ბავშვებს ეთამაშები კუკუდამალობანას?“ – უსუფაშვილი

თუ ეს ასეა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არ იცოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტის თაობაზე, ამის მერე როგორ შეიძლება ის პრემიერი ხვალ ისევ პრემიერი იყოს, ვინც ეს გააკეთა და როგორ შეიძლება პრეზიდენტმა გააგრძელოს პრეზიდენტობა.

 

ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინფორმირებული არ იყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share