“ვაჟა სირაძის გადადგომას შსს-ს სხვა დეპარტამენტებში ცვლილებები მოყვება” – ლომიძე

“ვაჟა სირაძის გადადგომას შსს-ს სხვა დეპარტამენტებში ცვლილებები მოყვება” – ამის შესახებ დაზვერვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, შალვა ლომიძემ განაცხადა.

“ჯეოქეისის” მრჩეველი ვარაუდობს, რომ საზოგადოება ახლო მომავალში როგორც თბილისში, ასევე რეგიონული მასშტაბით ცვლილებებს იხილავს.

”შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ისეთი უწყება, სადაც მსგავსი ტიპის გადანაცვლებები, ვგულისხმობ ვახტანგ გომელაურის წასვლას, აუცილებლად იწვევს საკადრო ცვლილებებს სამინისტროში. ალბათ, ვაჟა სირაძის გადადგომა არ იქნება პირველი შემთხვევა. ამას მოყვება  ცვლილებები სხვა დეპარტამენტებში. შსს-ში არის უამრავი დეპარტამენტი, რომელსაც დღეის მდგომარეობით ხელმძღვანელობენ გომელაურის გუნდის წევრები და დიდი ალბათობით, ახალი მინისტრი ამ თანამდებობის პირებს შეცვლის, ან შეუცვლის მათ მუშაობის პროფილს. ჩვენ ალბათ ახლო მომავალში ვიხილავთ ცვლილებებს როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონული მასშტაბით”. – განაცხადა შალვა ლომიძემ. 

გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ თანამდებობა დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალ დირექტორად ლევან მაისურაძე დაინიშნა.

ამ მომენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე წერია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლევან მაისურაძეა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights