კორუფციაში ჩაძირულო ქოცებო, თქვენ რომ გგონიათ, ქონება დააგროვეთ, სინამდვილეში, ის თქვენ არ გეკუთვნით- ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია წერს”

”დიქტატურაში ყველაფერი ეკუთვნის დიქტატორს.კორუფციაში ჩაძირულო სულელო ქოცებო, თქვენ რომ გგონიათ ქონება დააგროვეთ, სინამდვილეში ის თქვენ არ გეკუთვნით.არ ის სახლებია თქვენი, რომელშიც ცხოვრობთ;არც ის მანქანები, რომლებზეც სხედხართ;არც ის სამკაულები, რომლებსაც ატარებთ;არც თქვენი შვილების უცხოეთში სწავლაა თქვენზე დამოკიდებული;არც საკუთარი თავი გეკუთვნით, რადგან ის ციხეს ეკუთვნის.ახლავე აგიხსნით მარტივად.დიქტატორი მართავს კლანების მეშვეობით. დღეს ერთი კლანი სჭირდება, ხვალ – მეორე. როცა რომელიმე კლანი აღარ სჭირდება და გამოცვლის, იმ ნახმარ კლანს დედა ეტირება დაწინაურებული კლანის ხელით. მოძულებული კლანის მეთაურის ქვემოთ ვინცა ხართ, თქვენც იმავე ბედს გაიზიარებთ, რადგან ქონება თავიდან უნდა გადანაწილდეს.ასეთ დროს პრინციპი – ,,მე ჭკვიანად მოვიქცევი და გადავრჩები”, არ მუშაობს. ქონება უბრუნდება დიქტატორს, რომელიც მას გადასცემს სხვა კლანს – ცხადია, დროებით, ვიდრე მასაც დედას უტირებს. აი, კლანებისა და ფავორიტების ცვლილება კი გარდაუვალი, აუცილებელი და ხშირი მოვლენაა.ვერ გადარჩებით – ყველაფერს დაკარგავთ და წახვალთ ციხეში, თქვენს ,,ნაწვალებს” კი სხვა კორუმპირებულები დაეპატრონებიან გარკვეული პერიოდით ახალი ფავორიტის გამოჩენამდე.მიეხმარეთ, მიეხმარეთ დიქტატურას, უფრო ადვილად გაკულაკდებით. სამოქალაქო სექტორის განადგურებას რომ ნატრობთ, მერე იმასაც ვერ გაიგებს ხალხი, რომ დედა გიტირათ დიქტატორმა.ნეტა კიდევ რამდენი მაგალითი გჭირდებათ ?!” – წერს სანაია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights