თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს, ალექსი ახვლედიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო. გირაოს გადახდის ვადად 20 დღე განისაზღვრა.
პროკურატურამ ახვლედიანს ბრალდება 8 ივლისს ოფიციალურად წარუდგინა – უწყება მაღალჩინოსანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.