სომხეთი საქართველოს მთავარი ექსპორტიორი გახდა – მაჩვენებელი 191,7%-ით არის გაზრდილი

მათივე ცნობით, აქედან ექსპორტი 914.8 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 20.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1,983 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 9.0 პროცენტით).

„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.5 პროცენტი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში მთავარი საექსპორტო ქვეყანა სომხეთი გახდა 133.1 მლნ. აშშ დოლარით. ეს მაჩვენებელი 2022 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, სომხეთში 191.7%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, გასული წლის 1-ელ ორ თვეში საქართველოდან სომხეთში ექსპორტმა 45.620 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ტოპ-3 ექსპორტიორ ქვეყნებს შორის, მე-2 ადგილზე იყო რუსეთი (128.2 მლნ. აშშ დოლარი) და მე-3 პოზიციაზე ჩინეთი (112.4 მლნ. აშშ დოლარი).

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share