უფლებადამცველი, ბაია პატარაია:
“ბავშვები უყვართ ქართველებსო, ამბობენ ხოლმე, რადგან ქუჩაში ლოყებს უჩქმეტენ და “უსეგენაცალეს” ეუბნებიან. მაგრამ რა არის სიყვარული? სადღეგრძელოების თქმა რომ არ არის, ამაზე მგონი შევთანხმდით.
მოდი ფაქტებსაც ჩავკრათ თვალი:
– ბავშვები ყველაზე ღარიბები არიან საქართველოში;
– ბავშვები შიმშილობენ ამ ქვეყანაში;
– განათლების საზომით, საქართველოს ბავშვები ბოლოდან მესამე ადგილზე გადიან (ანუ უსაშინლესი სკოლა გვაქვს);
– საკუთარ ფბ კედელს ჩახედეთ, ჩვენი შესაგროვებელი ხდება ბავშვების საოპერაციო და სამკურნალო ფული, ესეც აჩვენებს სახელმწიფოს დამოკიდებულებას ბავსვების ჯანდაცვისადმი;
– ბავშვებს ვერ ვიცავთ ბავშვთა ქორწინებისგან. ზუსტად 1 კვირის წინ 12 წლის გოგო გამოვტაცეთ ოჯახს შუა ნიშნობიდან;
– პედოფილიის მსხვერპლი ბავშვების საქმეები თაროზე გამოუძიებელი უდევს პროკურატურას და სტრასბურგისთვის ვამზადებთ;
სამწუხაროდ კიდევ ბევრი სისტემური ბოროტების ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ დღეს მხოლოდ ნინოწმინდის ბავშვებისთვის მოგიწოდებთ გაერთიანებას:
1. ბავშვთა სახლები ბოროტებაა და უნდა დაიხუროს.
2. მეუფე სპირიდონი სექსუალური მოძალადე თუა, რანაირად ხელმძღვანელობს ოფიციალურად “უპატრონო ბავშვთა პანსიონს”?
3. ომბუდსმენს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებენ გაეროს მოთხოვნის მიუხედავად.”