როგორ აისახება ფიქრები და ემოციები ჩვენს ცხოვრებაზე

ზეგავლენაზე კვლევები ჩაატარეს და შოკისმომგვრელ შედეგებამდე მივიდნენ. იცოდით, რომ ემოციები პირდაპირ ახდენენ ზეგავლენას თქვენს სხეულზე და იმუნურ სისტემაზე? ექსპერიმენტები ამ კუთხით ადრეც ტარდებოდა, ალბათ გსმენიათ სიცილის თერაპიის შესახებაც, რომლის ფუძემდებელი ერთი ამერიკელი ჟურნალისტი გახლდათ. თანამედროვე ტექნოლოგიურმა პროგრესმა მეცნიერებს საშუალება მისცა ეს ყველაფერი ლაბორატორიულად დაემტკიცებინათ. ამ კვლევებმა ნათელი მოჰფინა ბევრ ფაქტს. დადასტურდა, რომ როდესაც ადამიანს აქვს პოზიტიური ემოციები, როგორებიცაა მადლიერება, დაფასება, სიყვარული და ა.შ. გული ძალიან განსხვავებულ მესიჯებს იძლევა, რაც მთლიანად ცვლის ჩვენს ცხოვრებას. ნეგატიური ემოციები კი ნერვული სისტემის ქაოსს ქმნიან და ადამიანს აავადებენ. ემბრიონალური განვითარებისას გული უფრო ადრე ფორმირდება და იწყებს ფუნქციონირებას, ვიდრე ტვინი. დედის ტვინისგან წამოსული ტალღები ბავშვის გულთან სინქრონულად მუშაობს. გული ჩვენი ემოციებისგან მიწოდებული ინფორმაციით ქმნის ელექტრომაგნიტურ ველს, რომელიც ადამიანის სხეულისგან რამდენიმე ფუტის მოშორებით ვრცელდება. იგი გაცილებით მეტ ინფორმაციას გზავნის ტვინში, ვიდრე პირიქით. ,,ჩვენი ემოციების მართვით, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ის კოდირებული ინფორმაცია, რომლითაც გული ჩვენს ელექტრომაგნიტურ ველს ქმნის. სწორედ ამ ველის მეშვეობით ჩვენ ყველანი, ჩვენი გარემოცვა და მთელი პლანეტა ერთი მთლიანობა ვართ”, – ამბობენ მკვლევარები. გულს აქვს ნეირონული სისტემა, რომელსაც მოკლევადიანი და გრძელვადიანი მეხსიერებები გააჩნია და ამ სისტემის მიერ ტვინისთვის მიწოდებული ინფორმაციით იქმნება ჩვენი ემოციური გამოცდილება. მარტივად რომ ვთქვათ, გულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ტვინში იქმნება გარკვეული ბაზა, რომელიც შემდეგ უკვე ჩვენს რეაქციებსა და აქედან გამომდინარე ჩვენს განწყობილებებსაც განსაზღვრავს. “თოლია ჯონათანმა აღმოაჩინა, რომ მოწყენილობა, შიში და რისხვა ის მიზეზებია, რომელთა გამოც თოლიას სიცოცხლე ასე ხანმოკლეა”, – წერდა ბახი თოლიებზე და ადამიანებს ჰგულისხმობდა, თუმცა ეს ყველაფერი ფანტასტიკის სფეროში რჩებოდა, ვიდრე საქმეში მეცნიერები ჩაერთვებოდნენ. მათ დაამტკიცეს, რომ კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანმა საკუთარი ემოციების მართვა ისწავლოს. სევდის, ბრაზის, მწუხარების პოზიციიდან შეუძლებელია პროგრესის განცდა, თუმცა ბედნიერების განცდა იმ გარემოში, რა გარემოშიც ვცხოვრობთ, ძალიან რთულია. ადამიანები იტანჯებიან შიმშილით, წყურვილით, არ აქვთ ტანისამოსი, თავშესაფარი… ადამიანები ომობენ… სამყაროში ბევრი სისასტიკე ხდება და დედამიწასაც სერიოზული ზიანი ადგება, თითქოს მის რესურსებსაც აქვს ლიმიტი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ამ პრობლემების მოგვარებაზე სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს, მათი ბოლომდე გადაჭრა ვერ ხერხდება. ეს ყველაფერი თითქოს შეუძლებელს ხდის პოზიტიური ემოციები შევინარჩუნოთ, მაგრამ საჭიროა გააზრება, რომ ჩვენ ვერაფერს შევცვლით, სანამ საკუთარ ემოციებს პოზიტიურად არ გარდავქმნით და სულიერ სიმშვიდეს არ მივაღწევთ. ბედნიერება რომ გარეგან პირობებზე დამოკიდებული განცდების ერთობლიობა იყოს, მისი შენარჩუნება შეუძლებელი იქნებოდა. იგი შინაგანი მდგომარეობაა. კაცობრიობა თავისი არსებობის მანძილზე ცდილობს ააწყოს სისტემა, სადაც ყველა კარგად იგრძნობს თავს და არავინ დაიტანჯება, რადგან ჩვენ ყველანი ერთნი ვართ და ერთის ტანჯვა ავტომატურად მთელი ორგანიზმის წამვლას იწყებს, თუმცა საინტერესო ისაა, რომ ის თუ რას გრძნობს ადამიანი, მთლიანად მისი არჩევანია. ჩვენი განცდები მთლიანად იცვლება ჩვენი დამოკიდებულების, ფიქრების შეცვლით. ნებისმიერი ნეგატიური ემოცია, რომელსაც რომელიმე ადამიანის, ემოციის ან მოვლენის შესახებ ვგრძნობთ, მთლიანად ჩვენი ფიქრების შედეგია, ჩვენ მიერ მიღებული გამოცდილებით დაგროვილი ინფორმაციის მექანიკური რეაქცია. ის თუ როგორ ვართ, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვფიქრობთ. ამიტომ ხდება, რომ ბევრი ადამიანი ნებისმიერ პირობებში ახერხებს მოძებნოს წერტილი, რომელზეც საკუთარ სულიერ სიმშვიდეს დააშენებს. უფრო მეტიც, კვანტური ფიზიკის განვითარებამ გვაჩვენა, რომ ჩვენ გარშემო არსებული რეალობა მთლიანად განპირობებულია ჩვენი ცნობიერის ხასიათით. ჩვენი ფიქრები და ემოციები განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას. სწორედ ამ დასკვნამდე მივიდნენ HeartMath-ის ინსტიტუტის მკვლევარებიც. თუ გინდა, რომ რამე შეცვალო, უნდა შეცვალო მის მიმართ დამოკიდებულება. სხვაგვარად ვერაფერს შეძლებ. ,,დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ დამკვირვებელი ქმნის რეალობას. ჩვენ, დამკვირვებლის პოზიციიდან მთლიანად ჩართულები ვართ რეალობის შექმნის პროცესში. ფიზიკოსები მიდიან დასკვნამდე რომ სამყარო მენტალური აგებულებისაა. ჯერ კიდევ ფიზიკოსებს შორის პიონერი ჯეიმს ჯონსი წერდა: სამყარო უფრო მეტად დიადი აზრია, ვიდრე დიადი მანქანა. გონება დამხმარე საშუალება კი არ არის მატერიალური სამყაროს გააზრების პროცესში, იგია თავად შემოქმედი ამ მატერიისა. სამყარო არამატერიალური, მენტალური და სულიერია“. რ. ჰენრი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის პროფესორი
წყარო:http://mental.ge/
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 97
    ილია II დიასპორას: ჩვენი ნაწილი, ტკივილი, იმედი ხართ, მრავალი ოჯახი თქვენით ირჩენს თავს"უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო,  ჩვენო სულიერო შვილებო! გულითადად მოგესალმებით და გილოცავთ დიასპორის დღეს. რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, რომ იგი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შემდეგ აღინიშნება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის თქვენს მნიშვნელობაზე მეტყველებს. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ თითოეული თქვენგანი სამშობლოსათვის მეტად ძვირფასია. თქვენ ჩვენი ნაწილი, ჩვენი ტკივილი და ჩვენი იმედიც…
    Tags: და, ჩვენი, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 96
    პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლესაქართველოს საპატრიარქო პატრიარქ ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეს აქვეყნებს, რომელსაც "გურიის მოამბე" სრულად გთავაზობთ: "ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამამულენო,   ქრისტე აღდგა!   „არა ყველა, ვინც მეტყვის მე: უფალო, უფალო ! – შევა ცათა…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 96
    მეუბნებოდა მე გურიაში, მაკვანეთში უნდა დავიმარხოო – ჟურნალისტი ანზორ ერქომაიშვილზესიკვდილზეც კი ნალაპარაკები გვაქვს. მეუბნებოდა მე გურიაში, მაკვანეთში უნდა დავიმარხო ბაბუჩემის, მამაჩემის და ჩემი წინაპრების გვერდითო – ქართველი ლეგენდის, ანზორ ერქომაიშვილის შესახებ ჟურნალისტი ხათუნა პაიჭაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. “ბოლო სამი დღეა, ყოველი დილის გათენებას შიშით ველოდი. როცა დილაუთენია ჩემმა შვილმა დამირეკა, ტელეფონზე პასუხიც არ მინდოდა.. ასე დილაადრიან არასოდეს მირეკავს. და…
    Tags: და, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 96
    ქართველის ნაკლი სოფლიდან ჩამოსვლა კი არა, ადგილიდან უძრაობაა – ნათია ფანჯიკიძექართველის ნაკლი სოფლიდან ჩამოსვლა კი არა, სულ პირიქით, სწორედ ადგილიდან უძრაობაა, – ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს. ფანჯიკიძე მოუწოდებს ყველას იმოგზაურონ ძალიან ბევრი და მოიარონ მთელი დედამიწა, თუმცა შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ. „არავის პასუხად, არავის საკრიტიკოდ, უბრალოდ ჩემ აზრს გეტყვით, – ქართველის ნაკლი, უმეტეს შემთხვევაში, სოფლიდან ჩამოსვლა კი არა,…
    Tags: და, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები