ირაკლი კობახიძის თქმით, თავად აკონტროლებს თორნიკე რიჟვაძის საქმის მსვლელობას, თუმცა არ პასუხობს კითხვას, რა ეტაპზეა საქმის გამოძიება.
სამთავრობო მედიას კითხვა არ დაუსვამს, როგორია, აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც რამდენიმე დღეა, თურქეთში იმყოფება.
“რა თქმა უნდა, მე ვაკონტროლებ ამ საქმის მსვლელობას. თუმცა რაც შეეხება ინფორმაციის გავრცელებას, მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა. აქედან გამომდინარე, ისინი არიან ასეთი კითხვების ადრესატი”, – განაცხადა კობახიძემ.
პროკურატურის ვერსიით თორნიკე რიჟვაძემ გუშინ 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა ალექსი ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით მიიყანა.
საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით დააკავეს, მოგვიანებით კი 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.