გურიის მოამბე

”ეს კობახიძე ყველაფერში უნიჭო და სალახანა როგორ არის?” – გიორგი თავდგირიძე

სამხედრო საქმის ექსპერტი, “ფარის” თანადამფუძნებელი, გიორგი თავდგირიძე დღეს ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულინფორმაციას ეხმაურება:

”ეს კობახიძე ყველაფერში უნიჭო და სალახანა როგორ არის? თუ ხაბეიშვილი პარტიის (ოცნების) აგენტია და ხელფასს უხდის, მაშინ რატომ ჩაუშვა? თუ აგენტი არ არის, ხელფასს რატომ უხდის? სად არის დეკლარირებული პარტიის ( ოცნების ) მიერ აგენტებზე გადახდილი ფული, თუ არ არის ღია ოპერაცია, საიდან პარტიას შავი ფული? თუ სუსის აგენტია, კობახიძემ სად ნახა უწყისი (როდის იყო აგენტს უწყისით უხდიდენ ხელფასს? )? თუ სუს-ის ოფიციალური თანამშრომელია, კობახიძე რა უფლებით ამჟღავნებს სახელმწიფო საიდუმლოებას? ვინ მისცა კობახიძეს პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროების უფლება? როდის მერე გახდა პრემიერ მინისტრისთვის ( თვითმარქვია, მაგრამ მაინც ) სახელმწიფო უწყებასთან თანამშრომლობა კომპრომატი?დასკვნა: კობახიძე არის ჭორიკანა, მოშავო გაგების, ღირებულებაარეული ტიპი, რომელიც ვერ ათვითცნობიერებს მის მიერ თუნდაც დე ფაქტოდ დაკავებულ თანამდებობის სიმაღლეს და სიმძიმეს.პ.ს. მოდი მივიღოთ ლუსტრაციის კანონი და იქ გამოჩნდეს ვინ არის აგენტი და ვისი ოჯახური ( ზოგიერთი მე-4 თაობაში ) ბიზნესია რუსეთის, საბჭოთა და შემდეგ ისევ რუსეთის აგენტობა. მარტივია. ეგრევე დაიწმინდება მთელი ის ნაგავი რაც პოლიტიკაში, ბიზნესში, აკადემიურ სფეროში და სამღვდელოებაში დაგვიტოვა საბჭოთა კავშირმა.”- წერს თავდგირიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights