გურიის მოამბე

ივანიშვილმა ხანდახან ქართლის დედას ახედოს და გაიფიქროს, რას უშვრება ქართველ დედებს-ბაჩიაშვილის დედა

ჩემი შვილი მალე გათავისუფლდება და გულში ჩავიკრავ, რადგან ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, – ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილის დედამ  განაცხადა.

მარინა რამაზაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიმართავს და დაფიქრებისკენ მოუწოდებს, რადგან მისი თქმით, “დედებში ძალიან დიდი ძალაა და გაუფრთხილდეს მათ.“

”საქართველო მატრიარქალური ქვეყანაა, ყველაფერი დედაზე დგას, ქართლის დედის ძეგლიც დაყურებს ბიძინა ივანიშვილს თავზე, ხანდახან ახედოს და გაიფიქროს, რას უშვრება ქართველ დედებს, განა მარტო მე, იმ პატარა ბიჭების დედებს, კიდევ სხვა დედებს, რომლებსაც დღეს ეშინიათ, რომ ვაითუ ხვალ დაიჭერენ მის შვილს. მინდა, კიდევ ერთხელ დაფიქრდეს, გაუფრთხილდეს დედებს, ჩვენ, რადგან დედებში ძალიან დიდი ძალაა, დარწმუნებული ვარ ყველა დედა დღეს ჩემთან სოლიდარულია”-განაცხადა რამაზაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights