ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელსაც ცოტა ხნის წინ, თეა წულუკიანმა უჩივლა, ამბობს, რომ წულუკიანი მას იმას კი არა ედავება, რომ მამამისის სიკვდილს არავის უსჯიდა, არამედ, სიკვდილიმისჯილი ადამიანების რაოდენობაზე დაობს.
მისი თქმით, უწყებას, რომელიც მიუტანეს, ზედაპირულად გადაავლო თვალი და სწორედ 6 ადამიანის შესახებაა საუბარი, რომელიც წულუკიანის მტკიცებით, არ დაუხვრეტიათ.
კანონის გაუქმების გამო გადარჩენილ ადამიანებზე მედავება,- ამბობს ჟორჯლიანი.
თეა წულუკიანი იმაზე კი არა დაობს, რომ მამამისს დახვრეტა არავისთვის მიუსჯია, ის მედავება რაოდენობაზე, ანუ რამდენს მიუსაჯა დახვრეტა. ახლა ნახეთ, რა ხდება, 97 წელს სიკვდილით დასჯა გაუქმდა, შესაბამისად, ვიღაცები, ვისაც ბატონმა ავთომ სიკვდილი მიუსაჯა, გადარჩენენ. ანუ ამ რამდენიმე ადამიანზე მედავება. 2 ადამიანი ვიცით, ვისაც მიუსაჯეს, მაგრამ გაუქმების შემდეგ გადარჩნენ, წულუკიანი დაობს, რომ ეს ხალხი ცოცხალიაო, წულუკიანი იმას კი არა ამბობს, მამაჩემი არავის უსჯიდა სიკვდილსო, რაოდენობაზე მედავება. კანონის გაუქმების გამო გადარჩენილ ადამიანებზე მედავება,-თქვა მან.
ჟორჟოლიანის თქმით, წულუკიანი ივანიშვილის ხელისუფლებაში გამორჩეული ანტიგმირი და ნეგატიური ფიგურაა.
ბიძინა ივანიშვილს ხომ ჰყავს ბევრი ანტიგმირი ხელისუფლებაში, ჰოდა, წულუკიანი გამორჩეული ანტიგმირია, ძალიან ნეგატიური ფიგურაა, ისეთი, რომ რაღაც პერიოდი უკანაც ჰყავდათ გადაწეული და შემდეგ დასჭირდათ,-დასძინა მან.
ყოფილი კულტურისა და იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს სასამართლოში უჩივის. მასთან ერთად ჟურნალისტის წინააღმდეგ მოსარჩელეები არიან წულუკიანის დედა, ძმა და ძმიშვილი.
წულუკიანის თქმით, საუბარია ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, “20 პირიანი სია სახელწოდებით: წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი”, “ქართული ოცნების” ლიდერი წერს, რომ ამ ოცი პირიდან 15 დღესაც ცოცხალია და აღნიშნული ცილისწამებაა.