ვლადიმერ პუტინი არის ადამიანი გალიაში, რომელიც თავად ააშენა – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა Sky news-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთი “ნაკლებად მნიშვნელოვანი ქვეყანა” გახდა. მინისტრის ინფორმაციით, საერთაშორისო მოკავშირეები შეთანხმდნენ უკრაინისთვის მეტი სამხედრო აღჭურვილობისა და “ლეტალური დახმარების”, მათ შორის ჯავშანტექნიკის, შორი მანძილის საარტილერიო დანადგარებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე.
“მისი არმია დაუძლურებულია. მან მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. რუსეთის ამ დიდი არმიის რეპუტაცია დაიმსხვრა. პუტინს მოუწევს არა მხოლოდ იმ შედეგებით ცხოვრება, რასაც უკრაინაში აკეთებს, არამედ იმ შედეგებითაც, რაც მან საკუთარ ჯარს გაუკეთა”, – თქვა ბენ უოლესმა.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მონაცემებით, რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებულ სამხედრო შენაერთები უკრაინაში გადაჰყავს. უწყების შეფასებით, ეს როგორც ჩანს დიდი დანაკარგებითაა განპირობებული.