გარდაცვლილი ტელეწამყვანის, გიორგი სანაიას ყოფილი მეუღლის ხათუნა ჩხაიძის სახლი გატეხეს. ინფორმაციას ამის შესახებ, ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს. ამ წუთებში, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
უცნობია თუ რას ეძებდნენ ჟურნალისტის ყოფილი ცოლის სახლში თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, წაღებული არაფერია.