პრემიერ ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა.
როგორც საქართველოს მთავრობის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კანდიდატებს ღარიბაშვილის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიები შეარჩევენ.
მათივე ცნობით, გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის პირობები (წარმოსადგენი დოკუმენტების სია, დოკუმენტების წარმოდგენის ვადები და ა.შ.) გამოქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე – www.hr.gov.ge, მას შემდეგ, რაც დაკომპლექტდება საკონკურსო კომისია, რომელიც გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის პირობებს განსაზღვრავს.
ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონი პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 30 დეკემბერს დაამტკიცა, შემდეგ კი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა. სალომე ზურაბიშვილმა კანონს ხელი მოაწერა, მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები და თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი, მას ვეტოს დადებას სთხოვდა.