პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც ამ წუთებში მედიისთვის შეზღუდვების დაწესებაზე მსჯელობენ, “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია დაინტერესდა, შეიძლება თუ არა, რომ მედიის წარმომადგენლებს ინფორმაციის წყაროს დასახელების გარეშე გავრცელება შეეზღუდოთ.
“ბატონო ნიკა, არ არის საუბარი ამაზე“, – უპასუხა მას “ოცნების” დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა.