გურიის მოამბე

რუპესტრ დიულოტზე დამყნილი ცოლიკაურის გაშენება ასკანაში

რუპესტრ დიულოტზე დამყნილი ცოლიკაურის გაშენება ასკანაში
.
სოლომონ ჭეიშვილმა მე-19 საუკუნის ბოლოს საფრანგეთში (შამპანი და ბორდო) გაეცნო ვენახის გაშენებისა და ღვინის დაყენების ფრანგულ ტექნოლოგიას. მანვე საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოიტანა ღვინის დამზადებისათვის საჭირო სხვადასხვა მანქანა-დანადგარები და გურიაში დაარსა ღვინის მწარმოებელი კომპანია “ძმები ჭეიშვილები”.
.
რაც მთავარია ჭეიშვილმა ფრანგული წესით ასკანაში ნამყენი ვაზის გაშენება დაიწყო „ათი წლის წინედ საზოგადოდ გურიაში ძალიან ძვირად შეხვდებოდით ნამყენ ვენახს, დღეს კი ისეთი მოსახლე ძვირია, რომ ნამყენი ვენახი არ ჰქონდეს. სოფ. ასკანაში თავდაპირველად ბ-ნმა ს. ჭეიშვილმა დაიწყო ნამყენი ვენახის დარგვა.“
.
ასევე ჭეიშვილის კომპანიამ ღვინის ბოთლებში ჩამოსხმაც დაიწყო, ღვინოები მზადდებოდა ასკანა-ბახვის მეღვინეობის არეალში მოყვანილი ყურძნით, ღვინო გამოირჩეოდა მაღალი გრადუსით, განსაკუთრებული არომატითა და სურნელით. 1911 წელს ჭეიშვილის დამზადებულ ღვინოების ანალიზი ჩატარებულა – „მამულის ღვინო გასულ წელს საქარის სანერგეში იყო გაგზავნილი ანალიზის გასაკეთებლად, აღმოჩნდა რომ
.
ცოლიკაურს ჰქონდა 1909 წ. 16% სიმ.
მაღლარს . . . . . . . . . . 1910 წ. 13.64 % სიმ.
კაბერნეს . . . . . . . . . . 1910 წ. 13.04 % სიმ.
.
გასაკვირელია ასეთი სიმაგრე. თვით ხიმიკოსმა სთქვა, რომ ცოლიკაურს ძალიან მაღალი ძალიან მაღალხარისხოვანი ღვინო დგებაო, ძალიან ძვირად შევხვედრივარ ასეთ მაგარ ღვინოსო.“
.
„ასკანაში ცოლიკაურს რგავენ რუპესტრ დიულოტზე დამყნილს და კარგად ხარობს, რგავენ აგრედვე ადგილობრივ ჯიშს ჩხავერს, რომელიც სასიამოვნო ბუკეტის ღვინოს იძლევა“
.
– ჟურნალი „მოგზაური“ 1912 წელი #11-12
– ეტიკეტი – Гурійское Натуральное вино Бр. Чейшвили гор. Озургеты (1891 წლის ეტიკეტი) ეროვნული ბიბლიოთეკა.
შეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights