როგორ ხუმრობდნენ გურული მოლაქრეები მეთაურებზე-კახა ჩავლეშვილი

როგორ ხუმრობდნენ გურული მოლაქრეები მეთაურებზე
.
1878 წლის პუბლიკაციაში გურულების დრუჟინაზე შემდეგი ინფორმაციაა გამოქვეყნებული – „შეკრიბეს ჯერ პირველი ქვეითი დრუჟინა, იმას მიჰყვა მეორე, იმას მესამე და ბოლოს თავად-აზნაურთ ცხენოსანი დრუჟინაც შეიკრიბა. ყველა ეს დრუჟინები შესდგებოდნენ დარჩეულის ვაშკაცებისაგან და მათი მნახავი კაცი უნებურად იფიქრებდა: ამათ წინამძღოლად და ათასისთავად ლომ-კაცი ეკადრებათო“.
.
თუმცა ივერიას ინფორმაციით დრუჟინების მეთაურები დიდი სიმამაცით არ გამოირჩეოდნენ და მოლაშქრეებს მათთვის შესაბამისი სახუმარო ზედმეტსახელები შეურქმევიათ – „დედა-ბერა“, „ძველი გამდელი“ და „ხაზინის ბოქლომი.“
.
„ენა-მახვილმა გურულებმა ყველას თითო ახირებული დაცინების სახელები დაარქვეს მათის მოქმედების შესაფერ. ერთს მათგანს დედა-ბერა უწოდეს, რადგან თურმე ჩხუბის დროს შეუძლო ბებრუხანასავით თვითონ უკან სადმე ჩაესაფრებოდა და თავის ჯარს იქედამ ამხნევებდა: “არ-რ-რ-ქა, ბბბიჭებო, არრრ შემარრრცხვინნნოთ”…. კი არ იფიქროთ შიშისგან ებორკებოდა, არა: ენა ბუნებით ასე აქვს ამ ახალი დროის გმირს. მეორესაც „ძველი გამდელი“ თურმე დაარქვეს, რადგან ომის წინ ის ყოველთვის სახლში დარჩენას ცდილობდა. მესამესაც „ხაზინის ბოქლომი“, რადგანაც ის მხოლოდ თავის ჯარის ხაზინას მძვინვარებით თურმე უვლიდა, მეტს არას აკეთებდა.“
.
– ავტორი „გურული“ – 1878 წელი 19 თებერვალი (ივერია 1878 წელი 2 მარტი #9)
– გურული მოლაშქრეები – ფრანგული ილუსტრირებული ჟურნალიდან Le Monde illustré 1878

კახა ჩავლეშვილი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share