document.body.remove()
გურიის მოამბე

მედიის თავისუფლება სწორედ ონლაინ მედიაზე გადის – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, რომელიც მედიის მხარდამჭერს მარშს შეურთდა ამბობს, რომ “მედიის თავისუფლებისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ონლაინ მედია, რადგან თავისუფლება გადის მათ არსებობაზე დღეს.“

ზურაბიშვილი მზია ამაღლობელზეც საუბრობს და მას მედიის თავისუფლების დაცვის სიმბოლოს უწოდებს.

მზია ამაღლობელი დღეს არა მხოლოდ ამ ქვეყანაში, არამედ საზღვრების გარეთ აღიარებულია, როგორც სიმბოლო მედიის თავისუფლების დაცვის. მედიის თავისუფლებისთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ონლაინ მედია, რადგან თავისუფლება გადის მათ არსებობაზე დღეს. მიუხედავად იმის, რომ აგვისტოს შუა რიცხვები, როცა დედაქალაქი ცარიელდება, ამდენი ადამიანი შეიკრიბა სწორედ იმისთვის, რომ დაიცვას ის, რაც არის ყველა ადამიანისთვის მთავარი, ანუ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, სწორედ ეს არის დღეს ჩვენი აქ ყოფნის და სოლიდარობის მთავარი მიზანიც. მინდა ასევე ვთქვა, რომ დღეს დაიწყო ახალი შეტევა არასამთავრობოებზე და ეს არის კიდევ ერთი შეტევა იმ ადამიანებზე, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს, -განაცხადა ზურაბიშვილმა.

“ფანრების მარში” რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართება და პარლამენტთან მიმდინარე ყოველდღიურ აქციას შეუერთდება, სადაც ასევე ფოტოგამოფენა მოეწყობა.

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში“ შეუერთდა.

პროტესტი “სინათლე არ უნდა ჩაქრეს” 22 ინტერნეტ-მედიის მიერ წამოწყებული კამპანიაა, რომლებიც დამოუკიდებელი მედიების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights