სანქციები მხოლოდ ფრენების აკრძალვა ჰგონიათ, პრაქტიკულად, ეს ადამიანის ცოცხლად მოკვდინებაა,- ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ეჭვი მაქვს, რომ ვერ ხვდებიან სანქციები რას ნიშნავს, ჰგონიათ ეს არის ფრენების აკრძალვა მხოლოდ, მოახლოებული სანქციები, რომლებიც გარდაუვალი იქნება ჩემი აღქმით და განცდით. იქნებ წაიკითხონ იმ ადამიანების ისტორია, რომლებიც უკვე მოექცნენ სანქციების ქვეშ. პრაქტიკულად, ეს ადამიანის ცოცხლად მოკვდინებაა, რომ ვერსად ვერაფერს გააკეთებ, ხარ დაღდასმული. კარგად გაიაზრონ, არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ ვინც იცის ეს რას ნიშნავს, წარმოუდგენელი მუხრუჭებია და მერე გვიანი იქნება. ვიდრე ვეტოს გადალახავენ, მინდა ვუთხრა ამ ბატონებს – ვეტოს გადალხვამდე, კარგად დაფიქრდით”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.