ომი გაგრძელდება – ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ვალერი გერასიმოვმა განაცხადა.
გამოსვლაში, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა, გერასიმოვი ამბობს, რომ რომ რუსეთის არმია გააგრძელებს შეტევით ქმედებებს. როგორც სამინისტრო იუწყება, გენერალმა “შეაჯამა 2025 წლის გაზაფხულ-ზაფხულის კამპანია და დააზუსტა საბრძოლო დაჯგუფებების ამოცანები გრძელვადიან პერსპექტივაში”. თავად გერასიმოვის თქმით, ამოცანები განისაზღვრება “შემოდგომის პერიოდისთვის”.
გერასიმოვი ასევე ირწმუნება, რომ რუსეთის არმია ამჟამად აკონტროლებს ლუგანსკის 99,7 პროცენტს, დონეცკის 79 პროცენტს, ზაპოროჟიეს 74 პროცენტს და ხერსონის 76 პროცენტს. ესაა უკრაინის რეგიონები, რომელთა ანექსირებაზეც რუსეთი პრეტენზიას აცხადებს.