document.body.remove()
გურიის მოამბე

“დემოკრატიის გზაზე არასწორი მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია” – შვედეთის საგარეო 7 NGO-ს ანგარიშების დაყადაღებაზე

ეს გადაწყვეტილება დემოკრატიის გზაზე არასწორი მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია – ასე ეხმაურება შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შვიდი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე მზარდი ზეწოლა და აქტივების დაყადაღება, შემაშფოთებელია.

”საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე მზარდი ზეწოლა, მათ შორის აქტივების დაყადაღება, შემაშფოთებელია. ეს გადაწყვეტილება დემოკრატიის გზაზე არასწორი მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. შვედეთი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, ვატო შაქარაშვილის ორგანიზაციის საჩივრის საფუძველზე და პროკურატურის შუამდგომლობით, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights