ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით წლით პატიმრობა მიუსაჯა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია. ანტონ ჩეჩინს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ედავებოდნენ, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახით 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნარკოტიკების ჩადებების დასაზღვევად, პოლიციას ჩხრეკისას ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვება ევალება, პროკურატურა თარჯიმან შორენა ტაბატაძეს ნეიტრალურ მოწმედ ასაღებს, თუმცა ანტონ ჩეჩინის თქმით, თარჯიმანი მასთან მხოლოდ მას შემდეგ მივიდა, რაც მისგან ნარკოტიკი „ამოიღეს.