”სიღარიბის ზღვარს ქვევით არის დღეს ძალიან ბევრი ადამიანი, გამოსავალი არ ჩანს. მიდის ხალხი ქვეყნიდან. ძალიან ბევრი გაღარიბდა, ალბათ პანდემიამაც იმოქმედა ყველაფერზე, მაგრამ ვისი გასაკეთებელიცაა ეს საქმე, ეგ რგოლი არ მუშაობს წესიერად, იმიტომ რომ ამდენი უკმაყოფილო ადამიანია. მთლიანი საქართველო რომ გაერთიანებისკენ მოეგოს გონს, უფრო საინტერესო იქნება და არ ვიძახოთ: შე მიშისტო, შე ბიძინისტო. რაღაც შესაცვლელია, უნდა დავფიქრდეთ ყველა ერთად. თუ არ შეუძლიათ, არის ხალხი, ვინც უფრო ჭკვიანია. მკვდარ წრეზე არ უნდა ვიაროთ.”
ამის შესახებ სპორტსმენმა რამაზ ნოზაძემ გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.