გურიის მოამბე

“ჩვენ ხელი გავუწოდეთ ევროკავშირის ბიუროკრატიას , თუმცა მათ უარი თქვეს” – კობახიძე

„ჩვენ ხელი გავუწოდეთ ევროკავშირის ბიუროკრატიას და შევთავაზეთ დისკუსია, თუმცა მათ უარი თქვეს”, – ამის შესახებ “ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს ევროპული ბიუროკრატია გარე ძალებისგან არის მართული, რაც პირდაპირ აისახება ევროპის მდგომარეობაზე.

„ჩვენ ხელი გავუწოდეთ ევროკავშირის ბიუროკრატიას და შევთავაზეთ დისკუსია, თუმცა მათ თქვეს უარი. 31 აგვისტომდე იყო ყველანაირი დრო იმისათვის, რომ გვემსჯელა ყველა თემასთან დაკავშირებით, თუმცა მათ თქვეს უარი დიალოგზე. საჯაროდაც შევთავაზეთ დისკუსია ყველას, ყველასგან მივიღეთ უარი. საჯაროდაც არაერთხელ შევთავაზეთ ევროპულ ბიუროკრატიას, რომ მზად ვიყავით დისკუსიისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ამას მათ უპასუხეს ხისტი მიდგომით, რაც არ შეეფერება ევროპას. ეს არ არის ევროპული დამოკიდებულება. სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია გამოირჩევა დღეს არაევროპულობით. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ სამწუხაროდ, დღეს ევროპული ბიუროკრატია გარე ძალებისგან არის მართული, რაც პირდაპირ აისახება ევროპის მდგომარეობაზე.

მაგალითად, ტაბუდადებული თემაა ევროპაში საუბარი ეკონომიკაზე, ევროკავშირის ეკონომიკა 2008 წელს შეადგენდა მსოფლიო ეკონომიკის 30%-ს, იყო ნომერ პირველი ეკონომიკა მსოფლიოში და ევროპას ჰქონდა ძლიერი იდენტობა. დღეს ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში არის 17.5%-მდე ჩამოსული, 30%-დან 17.5%-მდეა ჩამოსული და ევროპული იდენტობა არის მოშლილი ძალიან ბევრი მიმართულებით. ეს დამართა ევროპულმა ბიუროკრატიამ საკუთარ სივრცეს, ევროკავშირს. ასეთ დროს უნდათ, რომ საქართველოსაც იგივე დამართონ, დაასუსტონ ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი იდენტობა. რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი მიდგომა საქართველოს მიმართ. არ გვინდა ჩვენ დაგვემართოს იგივე, რაც დაემართა ევროკავშირს. 30% იყო მსოფლიო ეკონომიკაში ევროკავშირის წილი და არის ჩამოსული 17.5%-მდე. კარგავენ იმას, რაც ჰქონდათ დაგროვებული 1945 წლის შემდეგ, უწყვეტი მშვიდობის საფუძველზე. ყველაფერს კარგავენ, 30%-დან ჩამოვიდნენ 17.5%-მდე. იდენტობა აქვთ დაკარგული ძალიან ბევრი მიმართულებით, ეროვნული იდენტობა, რელიგიური იდენტობა. ჩვენ არ გვინდა, იგივე ტენდენციები გაჩნდეს საქართველოში და სწორედ ამიტომ ვიბრძვით ასე პრინციპულად იმ ძალის წინააღმდეგ, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, მართავს ევროპულ ბიუროკრატიას.

დღესაც ჩვენი კარი არის ღია, მაგრამ ველოდებით, ბუნებრივია, ევროკავშირის ბიუროკრატიის პოზიციას. უარს ამბობენ კომუნიკაციაზე. ასეთ რამეს საბჭოთა მოსკოვიც არ აკეთებდა”, – განაცხადა კობახიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights