გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიის ელჩის მიმართ, “ქართული ოცნების” წარმომადგენლების აგრესიულ რიტორიკას კატეგორიულად უარყოფს და მოუწოდებს ცრუ ნარატივების გავრცელება შეწყვიტონ. განცხადებას გერმანიის საელჩო ავრცელებს.
ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო “ოცნებას” მოუწოდებს შეცვალოს თავისი მიმდინარე პოლიტიკური კურსი.
”გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს და გმობს ბატონი პაპუაშვილის უსაფუძვლო ბრალდებებს. ვწუხვართ, რომ დეზინფორმაციისა და დამაზიანებელი ნარატივის გავრცელებით, იგი ზიანს აყენებს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ “ქართული ოცნების” წარმომადგენლების აგრესიულ რიტორიკას გერმანიის ელჩის მიმართ. გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას. გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის პოზიციების და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს თავისი მიმდინარე პოლიტიკური კურსი,” – წერია განცხადებაში.
შალვა პაპუაშვილი არაერთხელ დაესხა თავს გერმანიის ელჩს საქართველოში, პეტერ ფიშერს. ერთ-ერთი ბოლო განცხადება პაპუაშვილმა დღეს, 10 სექტემბერს გააკეთა.
“როდესაც გერმანიის ელჩი პოსტს წერდა, ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც მხარდაჭერა გამოუცხადა, „ქართული ოცნების“ თბილისის საარჩევნო შტაბს ფაშისტური ყიჟინით თავს ესხმოდნენ”- წერს პაპუაშვილი.