გურიის მოამბე

ნივთის დაზიანება დანაშაული არაა-პოლიციამ მეგი დიასამიძე სისხლის სამართლის წესით დააკავა

ივანიშვილის პოლიციამ 23 წლის მეგი დიასამიძე სისხლის სამართლის წესით დააკავა. რეჟიმი მას კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთებას ედავება

 ნინო ლომჯარია

“წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატის პლაკატის დაზიანების საკითხზე პასუხისმგებლობას არეგულირებს საარჩევნო კოდექსი (არა სისხლის კოდექსი) და მისთვის გათვალისწინებულია 1000 ლარიანი ჯარიმა.
იხილეთ საარჩევნო კოდექსის შესაბამისი მუხლები:
1. კალაძის პლაკატი სააგიტაციო მასალაა – “სააგიტაციო მასალა – პლაკატი, დროშა და ნებისმიერი სხვა მასალა, რომლებზედაც გამოსახულია საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი” (მუხლი 2. “ჰ” 7 ქვეპუნქტი);
2. სააგიტაციო მასალის დაზიანება ისჯება “საარჩევნო კოდექსით და არა სისხლის კოდექსით – “დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება” (მუხლი 46. პუნქტი 7.1);
3. საარჩევნო პლაკატის დაზიანება ისჯება კოდექსის 80-ე მუხლით – “უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების ამ კანონის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.” (მუხლი 93, პუნქტი 4);
4. კოდექსის 80-ე მუხლი ითვალისწინებს 1000 ლარიან ჯარიმას.”

საბა ბრაჭველი

გუშინ შსს-მ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილის დაკავების სპეცოპერაცია ჩაატარა – ლანჩხუთში ტრანსპორტიდან ჩამოხსნა და გვიან ღამით თბილისში ბორკილდადებული ჩამოიყვანა 23 წლის გოგო.
მას ბრალად ედება კახა კალაძის (უკანონოდ აღმართული) ბანერის საღებავით დასვრა. საღებავის წაშლას ერთი ადამიანის რამდენიმეწუთიანი შრომა დასჭირდა.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ:
1. ნივთის დაზიანება დანაშაული არაა, თუ 150 ლარის ზიანი არ დამდგარა. საარჩევნო ბანერის დაზიანება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და 1000 ლარის ჯარიმით ისჯება.
2. ზუსტად ამის გამო, 2024 წელს მამუკა მდინარაძე ამ ქმედებას ადმინისტრაციულ დარღვევად მოიხსენიებდა.
3. ხატისთვის საღებავის შესხმის გამო, ნატა ფერაძეს 5 დღის ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
4. ოპოზიციური პარტიების ან არასამთავრობოების ოფისებისთვის საღებავის შესხმის გამო არავინ დასჯილა.
ამ გოგოს, მეგი დიასამიძეს, ხვალ ან ზეგ აღმკვეთს შეუფარდებენ, ჯამში კი 5 ( ხ უ თ ) წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მის საქომაგოდ გამოსული სამი სხვა გოგო გუშინ გვიან ღამე შსს-მ მოიტაცა და კიდევ სხვა გოგოებს საათების რეკვა, სირბილი და ყვირილი დასჭირდათ, რომ ისინი გამოეშვათ.
ეს ყველაფერი ხდება აქ და ახლა, ჩვენთან, საქართველოში. ხვალ რამდენ ადამიანზე მოგვიწევს ასეთი პოსტის დაწერა, არ ვიცით.
გასაგებია, რომ ყოველდღიურ ტერორთან თვალის გასწორება ძნელი და დამღლელია, გლობალურ საკითხებზე კამათი კი – ადვილი და სასიამოვნო, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რაც ჩვენთან, ჩვენს თვალწინ ხდება. სხვა ქვეყნები, სხვაგან, თავის თავს როგორმე მიხედავენ. მე აქაურობაზე ფოკუსირებას ვირჩევ.
23 წლის მეგი დიასამიძეს, არარსებული დანაშაულის გამო, ჯერ ორთვიანი, ჯამში კი ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება. მეგი დიასამიძე იმსახურებს, რომ პირველ რიგში მასზე ლაპარაკობდეთ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights