გურიის მოამბე

ლევან ხაბეიშვილის საქმის მოსამართლის ქმარი სუს-ის თანამშრომელია

ტვ პირველის ინფორმაციით, მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის ქმარი
სუს-ის თანამშრომელია.

დეკლარაციის მიხედვით, რომელსაც მოსამართლე თავად ავსებს, ზურაბ ბერიანიძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, უფროსი ინსპექტორის თანამდებობას იკავებს.

რამდენიმე წუთის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ფიქრია სიქტურაშვილმა, რომელიც ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავს, სხდომა დახურა. დარბაზი დაატოვებინეს მედიასაც.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილი, ის მოსამართლეა, ვინც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, დაენიშნათ ნინო დათაშვილისთვის იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დღეს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის აცილება მოითხოვა მურთაზ ზოდელავას ადვოკატმა ბექა ბასილაიაც.

ფიქრია სიქტურაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2025 წლის ივლისიდან მუშაობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights