გურიის მოამბე

“ივანიშვილი ყოველთვის მაშინ ჩნდება, როცა უჭირს” – ანა წითლიძე

“ივანიშვილი ყოველთვის მაშინ ჩნდება, როცა უჭირს”  – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილი თვლის, რომ კობახიძემ მიმდინარე პროცესების მართვა, განსაკუთრებით 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ვერ შეძლო, შესაბამისად მას “კობახიძის თავი გამზადებული აქვს”. 

”რომ დააკვირდეთ, ბიძინა ივანიშვილი როდის ჩნდება ხოლმე 13 წლის განმავლობაში? – როდესაც  უჭირს. ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მაშინ ჩნდება, როდესაც უჭირს და ეს მისი გამოჩენა ახლა საამიროების შეიხთან, კიდევ ერთი დადასტურება იყო ამისი, რომ ენახებინა ვიღაცებისთვის, იცით რა… იმიტომ, რომ აქ ხომ მდინარაძეს და ამათ შორის, ხომ კიდევ მეორე სკანდალია… კი [ეჩვენებინა, რომ ის არის მთავარი] იმიტომ, რომ მდინარაძის ენა ვერ ჩერდება, გამორჩეული ჭორიკანაა და ხან ფსიქოპატს ეძახის, რომ გააფრინას ეძახიან… 

კობახიძის თავი, რომ გამზადებული აქვს ესეც ძალიან კარგად იცის კობახიძემ. ბევრი არჩევანი ბიძინას არ აქვს, მაგრამ კობახიძე აქაც დაძაბულია. კობახიძის თავი მას აქვს გამზადებული. არ ვიცი, არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ, 4-ის შემდეგ ბიძინას გადასაწყვეტი არ იქნება, ამ ქვეყანაში ვისი თავი იქნება გამზადებული და შესაბამისად ბიძინას თავიც, კობახიძესთან ერთად იქნება გამზადებული. 

ესე უყურებს [ივანიშვილი], რომ კობახიძემ ამ პროცესების კონტროლი, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით განსაკუთრებით, ვერ შეძლო,” – განაცხადა წითლიძემ. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights