გურიის მოამბე

ზარზმელები და უდელები გურიაში

ზარზმელები და უდელები გურიაში
.
გურიაში სულ აქედან – ჩვენი მხრიდან – არიან ხალხი გადასულნი. ერთხელ უდელებს თესლეული გადაუტანიათ გურიაში. იქ შეხვედრილა ერთი მოხუცებული დედაკაცი. ეს ქალი შეჰკითხია, რო: სადაურები ხართო? ეტყვიან, რო: შენ, ბებია, შენ რა იცი, ჩვენი ადგილი რო გითხრათ, მოხუცებული ხარო. – არა, მელაპარაკეთო. მაშინ ეტყვიან რო: უდელები ვართო. იმ ქალსაც უთხრობია, რო: მე ვიცი თქვენი სოფელიო. ჩვენ ვიყავით ზარზმელებიო, იქიდან ვართ გამოქცეულიო. იქ რო ზეგანი დაიცალა და წამოვიდა ხალხიო, ვინც გამოვასწარით, გადმოვედითო, ვინც არა და თათრებმა დახოცესო. და იქ ერთი ჭეჭლის წყალია და კვდრისგან ისე გახდაო, რო თევზი შრალათ გაწყდაო. ჩვენ გადმოვედითო იქით პირსაო, თათრები მოგვდევდნენო. გზაში ერთი ისეთი ვიწრო ყელი ყოფილა გასასვლელი, რო ერთი კაცი ამ გასასვლელში რო ჩამდგარა, მთელი ჯარი უკან დაუტრიალებია და ხალხი გადაურჩენია.
.
ჩაწერის ადგილი: ღრელი (საქართველო / სამცხე-ჯავახეთი / ახალციხე); ჩაწერის წელი: 1937
მთქმელები: იონა გიქოშვილი, გიორგი ნადირაძე, იობ ნებაძე
გამოცემა – ქართული დიალექტოლოგია

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights