გურიის მოამბე

ბრალდებული, რომელმაც პოლიციელს დანა ჩაარტყა, ამტკიცებს რომ პატრულმა თმები “დააწიწკნა“

ბრალდებული, რომელმაც პოლიციელს დანა ჩაარტყა, ამტკიცებს რომ პატრულმა თმები “დააწიწკნა“.

როგორც მალხაზ გიგუაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.

გასარკვევია, ვარ თუ არა დამნაშავე, – ამბობს ის.

ბრალი კი მედება, მაგრამ გასარკვევია, ვარ თუ არა დამნაშავე, ბრალდებას არ ვეთანხმები.
საპატრულოს ეკიბპაჟები ბევრი შემომესივნენ, რომ მივდიოდი ჩემ გზაზე, როცა გამაჩერეს და ეს ინციდენტი რომ მოხდა,  წიხლები თავში მირტყეს,  თმებიც დამაწიწკნეს,დაჟეჟილობა მაქვს მირტყეს მუშტები,სამხრე კამერები ხო ქონდათ ნახეთ,4-5 მირტყავსა ზევიდან მეჯდა. შუშებიანში რომ მიმიყვანეს, მაგინებდნენ, მეორე პარტია მოვიდოდა მერე კიდე მაგინებდნენ,- ამბობს გიგუაშვილი.

მალხაზ გიგუაშვილს პროკურატურამ ბრალი სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე წარუდგინა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ოქტომბერს, თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, მალხაზ გიგუაშვილმა პოლიციის თანამშრომელს – პატრულ ინსპექტორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სიცოცხლის მოსპობის მიზნით, კისრის არეში ჭრილობა მიაყენა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,353-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights