საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საზოგადოებას აფრთხი8ლებს და ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ამზადებს საფრთხის შემცველ პროპაგანდას – ნეიტრალიტეტს”. ამის შესახებ მან “tv პირველის” და “ფორმულას” საერთო ინტერვიუში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნული პროპაგანდა დღეს საქართველოს მოქალაქეების მთავარი საბრძოლველი უნდა იყოს.
,,მზადდება ბევრად უფრო დიდი საფრთხის მომცველი ახალი თემა, პროპაგანდა, რომელიც არის ნეიტრალიტეტი. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საბრძოლველი დღეს იმიტომ, რომ ამაზე იქნება აგებული ყველაფერი. ნეიტრალიტეტი იქნება მათი [ოცნების] ბრძოლის მთავარი თემა და ასეც არის ნაკარნახები მოსკოვიდან,” – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.








