გურიის მოამბე

ოზურგეთის მერმა თანამშრომლებს, სამსახურეობრივი ავტომობილების პირადი საქმეებისთვის გამოყენება, აუკრძალა

ოზურგეთის ახალმა მერმა, პაატა კუნჭულიამ, მერიის თანამშრომლებს, სამსახურეობრივი ავტომობილების პირადი საქმეებისთვის გამოყენება, აუკრძალა.

ამის შესახებ, “გურიის მოამბეს”, მერიის თანამშრომლებმა, არაოფიციალურად აცნობეს.

მათივე თქმით, ასევე აიკრძალა სამსახურებრივი მანქანების სამსახურის შემდეგ სახლში წაყვანა.

მერის გადაწყვეტილებით, მერიის ბალანსზე არსებული ტრანსპორტი – სპორტის სასახლის მიმდებარე მოედანზე დაპარკინგდება და მხოლოდ დღის განმავლობაში, სამსახურებრივი საჭიროებისათvის მოხდება მათი გამოყენება.

მერიის თანამშრომელთა გაკვირვება იმანაც გამოიწვია,რომ ახალი მერი , დილის 9 საათზე გამოცხადდა (გახსოვთ ალბათ თალაკვაძის შუადღიდან დაწყებული სამუშაო დღეებიც და ტრადიციად ქცეული “პარასკევობა” –  თბილისის მონახულების ტრადიცია), საამსახურში-თითოეულ თანამშრომელს პირადად ეწვია სამუშაო კაბინეტში, ინდივიდუალურად გაეცნო ყველას, დაინტერესდა მათი უშუალო საქმიანობით და ხედვით.

ეს, მერიის თანამსრომლებისათვის, გასაკვირი განსაკუთრებით იმ ფონზე აღმოჩნდა, როცა წინა მერმა, ისე დაასრულა ოთხწლიანი ციკლი და წავიდა თანამდებობიდან, საკუთარი მოადგილეების გარდა თითქმის არავის იცნობდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights